17:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 14:55:28, 772 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება

​რეკორდულად მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებების პერიოდი, როგორც ჩანს, მართლაც გასულია. ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი უფრო ნორმალიზებას აქვს, ვიდრე ვარდნას. კერძოდ, საქონლით ექსპორტ-იმპორტის, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებელის მშპ-სთან ფარდობა მართალია შემცირებულია, თუმცა, წინა წლების გადასახედიდან, კვლავ მაღალ დონეზეა.

სხვა უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრების მხრივ, საყურადღებოა, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, „თიბისის“ არხებით საბარათე ანგარიშსწორებაზე დაყრდნობით, უკვე გამოიკვეთა ისრაელიდან ტურისტული შემოდინებების შემცირება. თუმცა, ამავე პერიოდში, ჯამური ტურისტული შემოდინებები, სექტემბერთან შედარებით სეზონურობის გათვალისწინებით, პირიქით მზარდია. ისრაელიდან გზავნილების მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური ტენდენცია საერთოდ არ იკვეთება. ამასთან, ზომიერი შემცირება ჩანს მიგრაციის კუთხით, რაც „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისობაშია.

გასული კვირა, ასევე საყურადღებო იყო სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხითაც. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არაერთ შემთხვევაში შემოსავალი უცხოურ ვალუტაშია, სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის 300 000 ლარამდე ზრდასთან ერთად, ე.წ. ჰეჯირებული მსესხებლებისათვის შესაბამის ვალუტაში სესხის აღების შესაძლებლობა მარეგულირებელ ჩარჩოს უფრო მორგებულს ხდის, რადგანაც ასეთ შემთხვევებში ლარში სესხი არა მხოლოდ უფრო ძვირი, არამედ უფრო რისკიანიცაა.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics