14:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 12:52:54, 1102 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი - „ჰამასის“ მებრძოლებს ქიმიური იარაღის დამზადების შესახებ ინსტრუქციები ჰქონდათ

„ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების შესახებ ინსტრუქციები ჰქონდათ, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჰერცოგის თქმით, ტერორისტები ისრაელში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდნენ.

"ეს არის „ალ-ქაიდას“ მასალა. ოფიციალური „ალ-ქაიდას“ მასალა. საქმე გვაქვს ისლამურ სახელმწიფოსთან, „ალ-ქაიდასთან“ და „ჰამასთან“. აი, რამდენად შოკისმომგვრელი სიტუაციაა, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ინსტრუქციებს, რომლებშიც მოცემულია, როგორ უნდა შეიქმნას ერთგვარი არაპროფესიონალური ქიმიური იარაღი ციანიდით", - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

Sky News-ი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ინსტრუქცია კიბუც ბეერში დაღუპული მებრძოლის სხეულზე აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

9 ოქტომბერსვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics