2023-10-21 11:15:03, 783 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს
ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერ-მინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა.
„ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა", - ვკითხულობთ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,