|
2023-10-21 10:57:02, 837 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საელჩო ისრაელში - რაფაჰის გამშვები პუნქტი შეიძლება მალე გაიხსნას
რაფაჰის გამშვები პუნქტი შეიძლება მალე გაიხსნას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ისრაელში ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ხნით იქნება ეგვიპტესა და ღაზას სექტორის დამაკავშირებელი საზღვარი ღია. "ჩვენ ველით, რომ თუ საზღვარი გაიხსნება, ბევრი ადამიანი ეცდება მის გადაკვეთას, ამიტომ აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ეგვიპტეში გადასვლას დააპირებენ, უნდა ელოდნენ პოტენციურად ქაოსურ და მოუწესრიგებელ გარემოს ორივე მხარეს", - წერია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს. მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა. ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)