|
2023-10-20 22:11:30, 762 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, სტამბოლში, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგებს, საქართველოში, მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თითოეული მოქალაქისთვის, ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ქვეყანაში, 2022 წლის ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი ამოქმედდა. შედეგად კი, 1 წლის განმავლობაში, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგებთან, ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმებიც განიხილა, მათ შორის - თურქეთის ბაზრის გახსნა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება. ორმხრივ შეხვედრებზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც ყველა ბენეფიციარს, მომსახურებას, მსოფლიოს წამყვან 3 სხვადასხვა კლინიკაში უფინანსებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება გარდამავალი ეტაპი საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე, ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრის შექმნამდე, რომელზეც უწყება უკვე აქტიურად მუშაობს. შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)