|
2023-10-20 18:51:03, 874 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, მნიშვნელოვანია ძლიერი ერთიანობა
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა სამხედრო მხარდაჭერა და "როგორ ეხმარება ATACMS-ები უკრაინას ოკუპანტებისგან გათავისუფლების დაჩქარებაში". "მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესის ორი პარტიის და თითოეული ამერიკელის, მათი უდიდესი დახმარების და ლიდერობისთვის, რაც გვეხმარება მსოფლიოს ერთიანობაში, დავიცვათ სიცოცხლე და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. უკრაინელებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ერთიანობა ტერორისგან, აგრესიისგან თავდაცვისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში და პარტნიორ ქვეყნებში, შეერთებული შტატების ჩათვლით. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები თავისუფლების დასაცავად. განვიხილეთ სამხედრო მხარდაჭერა და როგორ გვეხმარება ATACMS-ები ოკუპანტებისგან უკრაინის გათავისუფლების დაჩქარებაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)