|
2023-10-20 18:03:20, 1091 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რძის ინდუსტრიის განვითარების მიზნით მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ აგრო მიმართულების განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 22 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ იპოდრომზე, მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება. ღონისძიების მიზანი რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ექსპორტის მხარდაჭერაა. ის ასევე კარგი შესაძლებლობაა სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ერთმანეთს დააკავშიროს. ექსპოს ფარგლებში გაიმართება კონკურსი და სასოფლო - სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას 25 - მდე ფერმერი და 50-ზე მეტი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებელი, სასოფლო - სამეურნეო საშუალებებისა და აგრო სერვისების მიმწოდებლები და სხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. ცნობისთვის, მესაქონლეობის ექსპო ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)