02:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 14:13:38, 625 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე - არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება

არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსალოდნელ ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ის ვერსია მიიღეს, რომელზეც ევროკავშირმა მიუთითა.

"აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით მანიპულაცია მიდიოდა. შინაარსობრივად არაფერი იცვლება, საუბარი რომ იყო სიძულვილის ენაზე, ტერორიზმზე, უხამსობაზე და.ა.შ. ეს ყველაფერი ისედაც წერია დღესაც კანონში, არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც იცვლება და პირდაპირი მოთხოვნაა ევროკავშირის, რომ თვითრეგულაციის სისტემა, რომელიც ჩვენ მაშინაც მივიღეთ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად, ეს სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას, წერტილი. ამის შემდეგ, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, როგორი იყოს სისტემა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით. ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არანაირი შინაარსობრივი ინტერესი არ გვაქვს, ვარიანტები არის, მთავარია, გვითხრათ, რომელი ვარიანტი დააკმაყოფილებს დირექტივის შესრულებას. ევროკავშირმა რომელზეც გვითხრა, ზუსტად ის ვარიანტი მივიღეთ.

რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს, ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს. არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics