|
2023-10-20 12:41:42, 731 ნახვა
პოლიტიკა
„ეძგვერაძეზე თავდამსხმელები დაუსჯელები არიან“ - „ნაცმოძრაობა“, ბოიკოტის ნიშნად, დღეს საკრებულოს სხდომას არ დაესწრება
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ფრაქცის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნადირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები დღეს საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებენ. „ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, არაერთი ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არის დასჯილი და ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ რჩება დაუსჯელი. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოს იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეომტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება, პოლიტიკური შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც უკავშირდება ამ ადამიანს 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, სადაც კახი კალაძე დამარცხდა გლდანში და შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ. დღეს იმართება საკრებულოს სხდომა და აქ მყოფ ყველა კოლეგას, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში არის უამრავი კოლეგა, სურვილი გვქონდა გვესაუბრა საცობებზე, გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მილიონ პრობლემაზე, რომელიც თბილისელებს აწუხებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ჩვენი კოლეგის მიმართ ჯერ კიდევ არის გამოუძიებელი, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაუსჯელი, უბრალოდ ჩვეულებრივი რიგითი საკრებულოს სხდომა ვერ იქნებოდა, ამიტომ, დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს",- თქვა ნადირაძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)