|
2023-10-20 01:21:00, 1052 ნახვა
მსოფლიო
სირიასა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებს ცეცხლი კვლავ გაუხსნეს, ირანი ბალისტიკურ რაკეტებს აადგილებს
აშშ-ის სამხედრო ბაზას "აინ ალ-ასადს" დასავლეთ ერაყში ცეცხლი გაუხსნეს და მის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა აფეთქდა, იუწყება პორტალი Shafaq News. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა განხორციელდა სირიასა და ერაყში მდებარე სხვა ამერიკულ ბაზებზე - ალ-ტანფსა და ალ-ჰარირში. CNN იუწყება, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელმა USS Carney-მ მოიგერია სარაკეტო თავდასხმა იემენის სანაპიროებთან. წითელ ზღვაში განლაგებულმა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გამანადგურებელმა სამი რაკეტა ჩამოაგდო იემენიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, იტყობინება რამდენიმე დასავლური გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. AP-ის თანამოსაუბრეების თქმით, ზუსტი მონაცემები ჯერ არ არსებობს იმის შესახებ, თუ სად მიდიოდა რაკეტები, მაგრამ დიდი ალბათობით, მათი სამიზნე ისრაელის ტერიტორია იყო. იმავე თვალსაზრისს, ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტროც იზიარებს. ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ სამი რაკეტა შეჩერდა USS Cairney-ის მიერ წითელ ზღვაში. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ რაკეტების სამიზნე ამერიკული ესკადრილია იყო. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები ადრეც გამოხატავდნენ მხარდაჭერას პალესტინელების მიმართ და მუქარას აყენებდნენ ისრაელის წინააღმდეგ. ამასთან ტელეკომპანიის ინფორმაციით, ირანში დაიწყეს ბალისტიკური რაკეტების გადატანა დასავლეთისკენ, ისრაელთან უფრო ახლოს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)