2023-10-19 23:34:48, 1026 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ჩვენ მთელი ძალით ვაპირებთ გამარჯვებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ისრაელი სასტიკ დარტყმას მიაყენებს თავის მტრებს“. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ღაზის საზღვართან, გოლანის ბრიგადასთან შეხვედრისას აღნიშნა.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ ღაზიდან თავდასხმა მიზნად ისახავდა რეგიონში უფრო ფართო მშვიდობის დამყარების მცდელობების ჩაშლას.
„ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას მთელი ძალით”, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელის სამხედრო ქვეით ბრიგადას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,