2023-10-19 17:32:46, 820 ნახვა
მსოფლიო
IDF-ის ცნობით, ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა
ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Times of Israel წერს, ამერიკული თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
IDF-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ისრაელს 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა საავტომობილო ფლოტის გასაძლიერებლად მიაწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,