17:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 17:20:50, 1038 ნახვა

ეკონომიკა
ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 93%-ით გადააჭარბა

საქართველოს აეროპორტებიდან 9 თვის ჭრილში, პანდემიამდელი პერიოდის მგზავრთნაკადის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთია, სადაც პანდემიამდელი მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება.

„2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც მგზავრთნაკადი გაიზარდა და თანაც 93 %-ით. ანუ თითქმის გაორმაგდა. მაშინ როდესაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულ აღდგენას - 7 % დააკლდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი სრულად აღდგა.

ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა ჯამში 4 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულად არის მგზავრთნაკადი აღდგენილი და დაახლოებით 10 %-იანი ზრდა გვაქვს. მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით კი ძირითადი წვლილი ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა იზრდება“,- განაცხადა ქარქაშაძემ.

მისი თქმით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. დეკემბრიდან კი Wizz Air-ის მეოთხე ბაზის საშუალებით პირდაპირი საჰაერო კავშირი სკანდინავიის ქვეყნებთან, კერძოდ დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენთან მოხდება.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics