2023-10-18 22:16:08, 752 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ისრაელი დატოვა
აშშ-ის პრეზენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენმა ქვეყანაში დაახლოებით 8 საათი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის წევრებს შეხვდა.
ბაიდენი ასევე გაესაუბრა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაზარალებულების ოჯახების წევრებს და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელს დაესხა თავს. დაჯგუფების წევრებმა თავდასხმისას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ათობით პირი კი, ღაზას სექტორში გაიტაცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,