|
2023-10-18 19:54:43, 839 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის მთავრობა მძევლების გათავისუფლებამდე, ღაზაში ისრაელიდან ჰუმანიტარული დახმარების შესვლას კრძალავს
ე.წ. ომის კაბინეტის გადაწყვეტილებით, ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, ისრაელი ითხოვს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მიეცეს მძევლების მონახულების საშუალება და იმუშავებს ამ მოთხოვნის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე. ისრაელის მთავრობის ომის კაბინეტის გადაწყვეტილებითვე, ისრაელი არ შეაფერხებს ჰუმანიტარულ დახმარებას ეგვიპტიდან ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის, "სანამ ეს არის მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც მიაღწევს "ჰამასთან", ისრაელის მიერ დაიბლოკება".
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)