|
2023-10-18 15:00:43, 673 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, თანხაც უნდა გამოიყენოს ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა
თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის, რატომ არ გამოიყენეთ? გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, ისევ თქვენი პირადი სახსრებით დააფინანსოთ ეს ვიზიტები? რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია? - ამ კითხვებით მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თამჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, "თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, აქედანაც დასკვნა მარტივია - ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა". „ქალბატონი სალომე ალბათ თვალყურს ადევნებდა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს. ქალბატონო სალომე, თქვენმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანხების არგამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაინტერესებს და ჩვენ საზოგადოებასაც ვფიქრობ, აქვს ლეგიტიმური შეკითხვა - თქვენ, თქვენი წარმომადგენლები ამტკიცებდით და დღესაც ამტკიცებთ, რომ მოქმედებდით კონსტიტუციის შესაბამისად, თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციის ნორმებით ნებადართული და შესაბამისად, თქვენ გქონდათ ამისი ლეგიტიმაცია. შეკითხვა - თქვენ თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით, სახელმწიფო ბიუჯეტი თქვენთვის ითვალისწინებს კონკრეტულ თანხებს კონსტიტუციური და ლეგიტიმური ნაბიჯებისთვის, უთხარით ჩვენს საზოგადოებას და იქნებ ჩვენც გვითხრათ, თუ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდით და თქვენი ვიზიტები იყო კონსტიტუციასთან თანხვედრაში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის გამოსაყენებლად, რატომ არ გამოიყენეთ? საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ამას არ აკეთებს, აქედანაც დასკვნა მარტივია, რომ ესე იგი, ის თვლის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა. და ასევე, გეგმავთ თუ არა შემდგომშიც, ვიზიტს თუ დაგეგმავთ მთავრობის თანხმობის გარეშე, რომ ისევ თქვენი პირადი სახსრებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დააფინანსოთ ეს ვიზიტები? და ბოლო შეკითხვა - განსხვავებულ აზრში ასეთი რამ დაწერა სამმა მოსამართლემ და პრაქტიკულად, თქვენი წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა, არ იყო მიმართული რელევანტური ქმედებისკენ, ანუ, ეს არ იყოო რელევანტური ქმედება, ეს იყო უბრალოდ ცერემონია. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი ჩასვლა და საუბარი 12 პუნქტიან გეგმაზე იყო ცერემონია და ცერემონიის გამო უნდა მოგვცენ ჩვენ კანდიდატის სტატუსი თუ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ? ესეც რომ უთხრათ საზოგადოებას - რელევანტური იყო თქვენი ნაბიჯი და ქმედება თქვენი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თუ ეს იყო უბრალოდ ცერემონია?“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)