|
2023-10-18 13:54:32, 698 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი „ოცნებას“ - სადაც თქვენ გვარცხვენთ ხოლმე, იქ ვითარებას სალომე ზურაბიშვილი ასწორებს
იქ, სადაც თქვენ გვარცხვენთ ხოლმე, ძვირფასო "ქართულო ოცნების" ლიდერებო, რაღაც შემზარავ და გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებთ ხოლმე, იქ ასწორებს ვითარებას სალომე ზურაბიშვილი,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს, აღნიშნა, ზურაბიშვილი ნეიტრალურია. "ძალიან საინტერესო ვითარებაა - წარმომიდგენია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რას ფიქრობენ, როდესაც ამტკიცებთ, რომ ორჯერ აირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც შემდეგ "ნაციონალებისკენ" გადავიდა? ეგ რომ ეგრე იყოს სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, ამაზე ცოტას ვილაპარაკებდი და ბევრს არ ვილაპარაკებდი თქვენ ადგილას იმიტომ, რომ პრობლემა ე.ი. თქვენშია და ძალიან კარგად კარგად ვერ არჩევთ კანდიდატებს. თუმცა, მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი - რაც არ უნდა უძახოთ ახლა აქედან - "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეკრულია. არა, პირიქით - დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის ნეიტრალური და ყველაზე სწორად წარმომჩენი საქართველოსი ევროპულ ასპარეზზე. იქ, სადაც თქვენ გვარცხვენთ ხოლმე, ძვირფასო "ქართულო ოცნების" ლიდერებო, რაღაც შემზარავ და გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებთ ხოლმე, იქ ასწორებს ვითარებას სალომე ზურაბიშვილი",- განაცხადა ელისაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)