|
2023-10-18 11:45:04, 702 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ბიზნესმენების და ენმ-ის შეხვედრას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი - კულუარებში პოლიტიკის კეთება უნდა დასრულდეს
უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თუმცა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ის მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა უნდა დასრულდეს". "ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნესგავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს... როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ჯგუფი, სტატუსით გადაწყვეტილების მიმღები, რეალურად კი დავალებების შემსრულებელი, ეახლება კარზე თავის დამფინანსებელსა და "მუსიკის დამკვეთს " (იმიტომ. რომ ასე ესმით, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს), ხვდება "ბიძინასთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ჯგუფს", რა შეიძლება ვიფიქროთ, ან რა უნდა ვიფიქროთ: ამ ხალხისთვის მისაღებია ის კორუფციული სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, რომ არ იყოს მისაღები, ვერ მოერგებოდნენ. ეს ადამიანები დარიგებული ტენდერებით, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს, შოულობენ დღეს ფულს. რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ ამ ადამიანებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფთან? სულ ორი: და რა ინტერესი შეიძლება გქონდეს შენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსგავს ხალხთან, თუ შენთვის პოლიტიკური კორუფცია მიუღებელია, თუ არსებული სისტემა, არაფორმალური მართვა ფულით, მიუღებელია, თუ ამ ადამიანების ცხოვრებისა ბიზნესის კეთების წესი არის მიუღებელი და თუ მისი შეცვლა გინდა და არა სახელებისა და გვარების ჩანაცვლება. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც საზოგადოება იმსახურებს პასუხებს, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა",- წერს მელია.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)