05:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 19:27:43, 532 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი - ეს იყო ცილისწამება ჩემსა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, სარჩელიც მაქვს შეტანილი და ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ჯუანშერ ბურჭულაძეს შეკითხვა მისი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობასთან  დაკავშირებით დაუსვეს, თითქოს მის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად, აბანოს ბიზნესი აქვს, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებისთვის მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ პროცესის მოგებას აუცილებლად შეძლებს.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მისი ოჯახის წევრი 1995 წლიდან არის ჩართული ბიზნეს საქმიანობაში.

"შეიარაღება, სოციალური პაკეტები არ იზრდება და თქვენი ბიზნესი იზრდებაო, არ ვიცი ამაში რას გულისხმობთ. ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა იზრდება და რა შედეგები მოჰყვა კონკრეტული, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „ჯარისკაცების სოციალური პირობები გვაქვს ისეთი, არასდროს რომ არ გვქონია. ამ სოციალური პირობების დამატებით, გარანტიები გავეცით სოციალური, ეს იქნება განგრძობითი და გარანტირებული პროცესი. ბინებით უზრუნველყოფა იქნება გარანტირებული პროცესი, ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით

 თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში - კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა. ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი“, - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics