|
2023-10-17 17:56:47, 2176 ნახვა
სამხედრო
ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის უწყება ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს - ბურჭულაძე
საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების ინიციატივით არაერთი პროექტი მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ. „წელს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომელიც დაახლოებით 800-მა სკოლის მოსწავლემ გაიარა. ძალიან მაღალი იყო დაინტერესება და მასში მონაწილეობის სურვილი. მომავალ წელს ამ პროექტს კიდევ უფრო გავაფართოებთ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ „ჩვენი ჯარის“ პროექტზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სამხედროები ყოველწლიურად სტუმრობენ ასობით სკოლას და მოსწავლეებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ. „დეკადების განმავლობაში ანალოგიური პროექტი არ არსებობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ ჯარის პოპულარიზაციის კუთხით, მეორეს მხრივ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“,- დასძინა ბურჭულაძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)