05:04 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 15:47:23, 559 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე პრეზიდენტზე - სამარცხვინო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მას არღვევს

სამარცხვინო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მას არღვევს, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თაობაზე გააკეთა. 

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს, „ქართული ოცნების“ მხრიდან თავიდანვე განიმარტა, რომ ეს კონკრეტული გარემოებების გამო შეუძლებელი იყო. 

„უმძიმესია ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა ეს ქმედება ადამიანისგან, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია. რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და კანონს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა პრეზიდენტის ქმედებები და განცხადებები ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა. 

„მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. შეგვიძლია მოვიძიოთ და ვნახოთ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც იქცევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელმაც პირველმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ფიცი აქვს დადებული, მას არღვევს და ამ ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს რეალობაში რა ხდება: მისი მხრიდან ვისმენთ განცხადებას, რომ ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და დაამატა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს სწორედ საქართველო იყო. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მარტივად რომ შევაფასოთ, მავნებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია და ხალხი მხარს საქართველოს პრეზიდენტს უჭერს. 

„ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ, ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დღეს, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის რა მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics