|
2023-10-17 15:15:56, 529 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ენმ-სა და გახარიას პარტიას წამოსცდებათ თუ არა, რომ კოალიცია შედგა, არ აქვს მნიშვნელობა
ხაჯიშვილმა რა თქვა ახალი? ამ შემთხვევაში, თქვა სიმართლე, რომელიც უჩვეულოა „ნაცმოძრაობისგან“, უბრალოდ, იმდენად მარტივი ამბავი და შემდგარი ფაქტია, ამის სხვანაირად თქმა რანაირად უნდა შეძლო არ ვიცი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა" და "საქართველოსთვის" დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ "კოალიციაში არიან იმ საკრებულოებში, სადაც რაოდენობრივი რესურსი ეყოთ, ყველასთვის ნათელია, ხაჯიშვილის განცხადება კი, ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებაა". „იგივე ვიდეო ვნახე მოჭრილი, ლილუაშვილი ეკამათება [ხაჯიშვილს], რა ვალდებულებები ავიღეთო. რა ვალდებულება, რის ვალდებულება, როგორ უტიფრად ცდილობენ სიტუაციიდან გამოძვრნენ, როცა შემდგარი ფაქტი აგერ, ხელის გულზე დევს, რომ კოალიცია აქვთ. პარლამენტში რომ შეკრან ახლა კოალიცია და მერე ერთმანეთს ეჩხუბონ, კოალიცია შეიძლება გვაქვს მაგრამ მითხარი, რა ვალდებულება გვაქვსო? - რა შუაშია ვალდებულება, კოალიცია აქვთ და არიან ერთნი. ამ დროს, რაღაც „ნაც-ქოცური“ ასეთი მესიჯებით გამოირჩევიან ხოლმე, სასაცილო მდგომარეობაში არიან. მერე ვიღაცას რაღაც წამოსცდება კოალიციიდან ეთერში, შემდეგ მეორე ეუბნება რა ვალდებულებები გვაქვს და აი ასეთ პრიმიტივიზმამდე დასულ სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. წამოსცდებათ თუ არ წამოსცდებათ, რომ კოალიცია შედგა, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წამოცდენა არის უბრალოდ ფაქტის დადასტურება ვერბალურად, სიტყვით, თორემ მათ კოალიცია უკვე აქვთ. გავიდა წელზე მეტი, რაც მათ კოალიცია შეკრეს იმ საკრებულოებში, სადაც ამისი საშუალება ჰქონდათ. სადაც არ ჰქონდათ შესაბამისი წარმომადგენლობა რაოდენობრივი თვალსაზრისით, ბუნებრივია, კოალიციას ვერ შეკრავდნენ, მაგრამ სადაც ეს შეძლეს, ყველგან გააკეთეს. ახლა, წამოცდენა იქნება თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, ეს ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებაა და გვაძლევს საშუალებას, იმ უტიფრობაზე ვილაპარაკოთ, რომ ამის მიუხედავად, ისინი საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, ვითომ „შუაშისტურ“ აზრებს ავითარებენ ხოლმე, ამ დროს მათთან ერთად არიან",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)