|
2023-10-17 15:13:06, 608 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე იპოდრომზე - ეს არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სადაც „ქართუ“ ხარჯავს საკუთარ თანხას პარკის მოსაწყობად
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის თითქოსდა დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. „რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს არის მუნიციპალიტეტის, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს პარკი და გაჩნდეს ლამაზი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ეს იქნება ცენტრალური პარკი, რომელიც შეთანხმებული პროექტის სახით განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ფონდ „ქართუს“ ტრანზაქციების გამჭვირვალობის პრობლემაზე და განაცხადა, რომ იმ პროექტების შესახებ, რომელიც ფონდმა 6-მილიარდიანი ქველმოქმედების ფარგლებში წლების განმავლობაში განახორციელა, ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. „თუ მიმართავთ ფონდს, დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, აღნიშნულმა ფონდმა უამრავი პროექტი განახორციელა წლების განმავლობაში. ეს იყო სკოლების აღდგენა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, განახლება-მოწესრიგება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჯარის მხარდამჭერი პროგრამები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუ არ ვცდები, 6 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული აღნიშნულ ფონდს. შესაბამისად, ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის. ასეთი ადამიანები, ასეთი ფონდები ბევრი უნდა იყოს, ვინც ქვეყანას დაეხმარება, ვინც ხალხს დაეხმარება და სახელმწიფოს ხელს შეუწყობს განვითარებაში“, - დასძინა კალაძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)