|
2023-10-17 14:44:27, 588 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - საკონსტიტუციომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე პირველად, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირი დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს და გამოიტანა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სამადაშვილის თქმით, იმპიჩმენტის პროცესი უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს - ვიზიტებს ევროპაში, რათა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. „დღეს, როდესაც ევროკავშირი ძალიან ცალსახად გვეუბნება, რომ როგორც საზოგადოებამ ასევე, პოლიტიკურმა სპექტრმა, უნდა აჩვენოს სრულიად უპრეცედენტო ერთიანობა იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ შესაძლებლობა და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მანტიამოსხმულმა ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებმა სამარცხვინო რუსული დავალების შესრულება გადაწყვიტეს, რომელთაც გადაწყვეტილება გააფორმეს. თუმცა, კარგია რომ აღმოჩნდა სამი მოსამართლე, რომელმაც საკუთარი სინდისის შესაბამისად, დაწერა საკუთარი დასკვნა",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, მმართველი გუნდი რუსეთისგან მიღებულ დავალებას ასრულებს. „მესმის რომ ამას აკეთებთ, რადგან ეს არის დავალება, რომელიც გაქვთ მიღებული რუსეთისგან, რათა დააკოჭლოთ და გაანადგუროთ საქართველოს სახელმწიფო, მისი ინსტიტუცია და სწორედ ამ დავალების შესრულება არის ის სამარცხვინო იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო რუსულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში",- თქვა სამადაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)