|
2023-10-17 13:56:13, 658 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მარტივი კაზუსი ამოხსნა. მისივე თქმით, "პრეზიდენტი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოიყენა უხეში ტერმინები, სირცხვილია და ა.შ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ პირდაპირ იუზრდელა". „რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა. კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, ვიზიტების განხორციელების დროს პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობა, მან ითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რაც ამოხსნა საკონსტიტუციო სასამართლომ, სხვანაირად კეთილსინდისიერი იურისტი უბრალოდ ვერ გააკეთებს, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს. კაზუსის სიმარტივის მიუხედავად, ჩვენ არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ, აქ შეიძლება ნაკლები ეკადრა, გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და გამოიყენა უხეში ტერმინები, სირცხვილია და ა.შ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს კონსტიტუციის მიხედვით, ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია მაგრამ ესეც მისი პრობლემა და საქმეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)