|
2023-10-17 13:04:26, 602 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა
ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. პრემიერის თქით, "იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო კანონის და კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია". "ეს არის სამწუხარო ფაქტი, სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. ეს მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია, მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო კანონის და კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, დაარღვია უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის კონსტიტუცია, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონზე მაღლა, კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმის, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ სანაცვლოდ ამის, სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მეგობრებო. მე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე",- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)