20:12 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 20:34:51, 793 ნახვა

პოლიტიკა
ტურავა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე - ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს

ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტურავას თქმით, იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა სამართლებრივად".

"გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით ან ემოციურად იქნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება დატვირთული, ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიგვეღო.

გადაწყვეტილება იქნა მიღებული ექვსი სამის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად დემოკრატიული და ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები არ არიან შეზღუდული თავიანთი აზრის გამოხატვაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასე. ეს გადაწყვეტილება სტრუქტურულად და შინაარსობრივად კარგად ჩამოყალიბებულია. იქ არის ყველა არგუმენტი, ყველანაირი პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურობას ასაბუთებს. ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს - მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არა", - განაცხადა ტურავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics