|
2023-10-16 19:57:11, 972 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომას ესწრება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უზბეკეთში, გაერო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის კომისიის სხდომას ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ტურიზმის სააგენტოს ცნობით, რიგით 69-ე კომისიის სხდომაზე ევროპის რეგიონში მიმდინარე ტენდენციები, ტურიზმის აღდგენის დინამიკა, გამოწვევები, ეკონომიკური არასტაბილურობა და კლიმატის ცვლილება განიხილეს. "სესიაზე საუბარი შეეხო, თუ როგორ უნდა აღდგეს ტურიზმი რეგიონში. კომისიის სხდომაზე 2030 წლის ტურიზმის ხედვა განიხილეს, რაც რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, უსაფრთხოებას, თანამშრომლობის გაღრმავებას და ტურიზმის აღდგენას ითვალისწინებს. სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთთანამშრომლობის მიზნით. ევროპის კომისიის სხდომის შემდეგ სამარყანდში გენერალური ასამბლეის 25-ე სესია გაიმართება. ღონისძიებას გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ოფიციალურად გახსნის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)