|
2023-10-16 11:50:42, 860 ნახვა
მსოფლიო
The Times of Israel - ისრაელი ლიბანის საზღვართან ახლომდებარე 28 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას განახორციელებს
ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ ლიბანის საზღვართან ახლომდებარე 28 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას განახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. The Times of Israel-ის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან რამდენიმე სარაკეტო თავდასხმის ფონზე მიიღეს. ამასთან, ევაკუაციის გეგმა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა უკვე დაამტკიცა. გამოცემის ცნობითვე, მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რის შემდეგაც ღაზას სექტორს ისრაელის მხრიდან წყლის, ელექტორენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა. 11 ოქტომბერს IDF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და იქ 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)