2023-10-15 15:21:28, 835 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა
უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, მიუხედავად ამისა, უკრაინა ახალ აქტიურ შეტევით ოპერაციებს ამზადებს.
"ჩვენ ამას ვხედავთ, ვიცით. ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ",- თქვა პუტინმა.
მისივე განცხადებით, ის, რაც ახლა ფრონტის ხაზზე ხდება, "აქტიური თავდაცვაა".
"ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდ სივრცეში“,- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,