2023-10-15 14:59:12, 865 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს შეხვდება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა ჩინეთში გაიმართება.
გარდა ამისა, პუტინი დაესწრება დედაქალაქ პეკინში "სარტყელისა და გზის ფორუმს“, რომელიც 17-18 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
როგორც Reuters-ი წერს, ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,