|
2023-10-15 12:14:05, 924 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ყურძნის გადამმუშავებელ კომპანიაში „მეღვინეობა ბარაკონი" იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, საწარმომ, რომელიც სოფელ ბოსტანაში მდებარეობს, ადგილობრივი მევენახეებისგან 50 ტონა ყურძენი უკვე შეისყიდა და გადაამუშავა. „ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, რთველი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მეწარმე, რომელიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა - აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესი წელსაც ორგანიზებულად მიმდინარეობს, პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული და დღეის მდგომარეობით, უკვე 1100 ტონა ყურძენია ჩაბარებული და გადამუშავებული. „მეღვინეობა ბარაკონში" საწარმოს მფლობელის კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში მოსავალი დიდი არაა, თუმცა, ხარისხი გასულ წელთან შედარებით, უკეთესია - სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)