06:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 13:31:36, 655 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა

ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჩიქოვანმა, ასევე, საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მხარდაჭერის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ვნახეთ, მათ შორის, ბულგარეთიდან და რა თქმა უნდა, იმ ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში და ვგულისხმობ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს. იცით, რომ ეს იყო ფართო დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი და იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics