2023-10-14 10:16:32, 821 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა.
როგორც ბლინკენი X-ზე წერს, საუდის არაბეთში ის "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს განიხილავს.
"ჩემი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. საუდის არაბეთში შევხვდები პარტნიორებს, რათა განვიხილო ჰამასის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ და ერთობლივი მუშაობის საჭიროება კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად", - წერს ბლინკენი.
ცნობისთვის, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიასა და კატარში. სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში გამგზავრებასაც გეგმავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,