2023-10-14 10:02:37, 799 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა გაუგზავნა
შეერთებულმა შტატებმა პირველად, პირდაპირ დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში.
ვაშინგტონის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, რომელიც აშშ-ის თქმით, ამის მტკიცებულებას წარმოადგენს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი ახალი მიწოდების მონიტორინგს გააგრძელებს.
"ჩვენ ვგმობთ [ჩრდილოეთ კორეის] ამ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,