06:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 16:36:01, 774 ნახვა

პოლიტიკა
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლოდინი გვაქვს, რომ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ევროკომისიის ანგარიშში მალე აისახება

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროგრესი მალე აისახება ევროკომისიის ანგარიშში, - ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია გაბრიელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარია გაბრიელის თქმით, ბულგარეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მკაფიო მხარდამჭერია.

„მინდა, დავადასტურო ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროგრესი მალე აისახება ევროკომისიის ანგარიშში. მნიშვნელოვანია, ინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, არის ის, რომ საქართველოსა და ბულგარეთს საერთო ინტერესი აკავშირებს და ეს არის დაკავშირებადობა. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და განათლების, კულტურის სფეროებში. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრ დარჩიაშვილს ვიზიტისთვის, დავუდასტურო ბულგარეთის მთავრობის მკაფიო მხარდაჭერა და მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, განაგრძონ საჭირო რეფორმები, რათა უმოკლეს დროში საქართველომ მიიღოს თავისი ძალისხმევის აღიარება. ქართველ ხალხს წარმატებას ვუსურვებ ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ“, - განაცხადა მარია გაბრიელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics