06:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 15:10:44, 689 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აგენტს ნული რესურსი აქვს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს - რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს

რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი, რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს, რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი პროექტის „მონა. ჯი“-ზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, "ხოშტარია და ჯაფარიძე ყველანაირად ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია არ გამოუვათ".

„აგენტები ვახსენეთ და პრინციპში რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი - რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს. როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ის ქვეყნისთვის, არამარტო ქვეყნისთვის პირადად აგენტისთვისაც რომ იყოს დამაზიანებელი მაინც უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ეს არის აგენტის ბედი. მთავარი მონა არის აგენტი. თვითონ რაც არიან ის აწუხებთ და მერე ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ. თქვენ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილს ისინი უწოდებდნენ აგენტს, რეზიდენტს, ჯაშუშს, ყველა სიტყვა გამოიყენეს, ყველა ეპითეტით შეამკეს და დღეს აცხადებენ, რომ ის ყოფილა მთავარი პროევროპელი ლიდერი. არავითარი ფასი მათ სიტყვებს არ აქვს",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics