2023-10-13 09:39:48, 608 ნახვა
მსოფლიო
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს
ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 537-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულია 6 612 ადამიანი.
ღაზაში 338 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.
დაღუპულთა რიცხვი იზრდება ისრაელშიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,