2023-10-12 17:41:54, 675 ნახვა
მსოფლიო
სირიის მედიის ცნობით, ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები დაბომბა
ისრაელმა სირიაში, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები დაბომბა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ფრანს პრესის“ ცნობით, იერიშის შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია.
სირიის სამთავრობო რადიომ Sham FM-მა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა ისრაელის თავდასხმის მოგერიებას ცდილობდა.
სირიის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისრაელში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,