|
2023-10-12 16:27:03, 949 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ეგვიპტე უარს ამბობს, კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს
ეგვიპტე უარს ამბობს, კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურად მიაწოდა. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავს. "ღაზას სექტორი მცირე ტერიტორიაა, რომელიც ისრაელსა და ეგვიპტეს ესაზღვრება, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, ტერიტორია 2007 წლიდან ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ჩაიგდო ხელში და ის ბლოკადაშია მოქცეული. ეგვიპტე, ხშირად არის პალესტინა-ისრაელის დაპირისპირების მედიატორი, ამბობს, რომ ორმა მხარემ კონფლიქტი საკუთარი საზღვრების ფარგლებში უნდა მოაგვაროს",- წერს გამოცემა. აღსანიშნავია, რომ ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მოწოდებით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღაზას სექტორში სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგების, მათ შორის, საწვავის, საკვებისა და წყლის მიწოდება დაუშვან. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რის შემდეგაც ღაზას სექტორს ისრაელის მხრიდან წყლის, ელექტორენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა. გუშინ, 11 ოქტომბერს IDF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და იქ 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)