19:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 14:10:04, 856 ნახვა

ეკონომიკა
გადაცვალე ვალუტა საუკეთესო კურსით „ემბისიში“

ლარი საქართველოს ოფიციალურ ვალუტად ეროვნული ბანკის საბჭომ 2014 წლის 7 ივლისს დაამტკიცა და მას შემდეგ, ის ქვეყნის ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა.

რაც შეეხება აშშ დოლარს, მართალია ის ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ვალუტაა, მაგრამ მოიაზრება როგორც ყველაზე სტაბილური ვალუტა  და ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება ოფიციალური ვალუტად. გარდა ამისა, აშშ დოლარი მსოფლიო სარეზერვო ვალუტაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი წარმოადგენს სხვა დანარჩენი სახელმწიფოების ვალუტების მსყიდველობითი უნარიანობის  და სავალუტო კურსის განსაზღვრის საფუძველს. ამასთანავე,  საერთაშორისო მასშტაბით ასრულებს საგადასახადო და სარეზერვო საშუალების ფუნქციას.

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ დოლარი - ლარის ურთიერთდამოკიდებულება. კურსი ხშირად იცვლება და გავლენას ახდენს არამარტო საფასო სეგმენტზე, არამედ ზოგადად ეკონომიკაზე.

დღის რა მონაკვეთში ხდება ცნობილი მეორე დღის ვალუტის კურსი?

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით ანგარიშდება და ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არა უგვიანეს  17:00 საათისა, მოქმედების ვადა კი განისაზღვრება შემდეგი დღის კურსის დადგენამდე.

ასე რომ, თუ გაინტერესებთ, როგორი კურსი ექნება დოლარს ხვალ, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ 17:00 საათის შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა - გაყიდვა მომგებიანი კურსით გსურთ, „ემბისის“ გაცვლითი კურსი უნდა შეამოწმოთ და ისარგებლოთ კონვერტაციის მოქნილი და მოხერხებული საშუალებით.

თუ 17:00 საათის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ აშშ დოლარის კურსი თქვენთვის სახარბიელოდ შეიცვალა და ვერ ასწრებთ ფილიალში მისვლას, სანერვიულო არაფერია, რადგან ძალიან მარტივად შეგიძლიათ სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად იყიდით ან გაყიდოთ ლარი ონლაინ.

ამისთვის, დაგჭირდებათ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ონლაინ კაბინეტის დარეგისტრირება და კონვერტაციის განაცხადის გაკეთება. შემდეგ კი, „ ემბისის“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვიდან რამდენიმე წუთში მიიღებთ თქვენთვის სასურველ ვალუტას იმ ანგარიშის ნომერზე, რომელიც მითითებული გაქვთგანაცხადში.

„ემბისის“ ონლაინ კონვერტაციის  განსახორციელებლად  სულ რამდენიმე პირობას უნდა  აკმაყოფილებდეთ:

  • თუ ფიზიკური პირი ხართ, აუცილებლად უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე ან ფლობდეთ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას;
  • იურიდიული პირის სახელით ონლაინ კონვერტაციისთვის კი საჭიროა, რომ თქვენი წარმომადგენელი იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას.

თუ ვალუტის გადაცვლას „ემბისის“ სერვის ცენტრებში მოისურვებთ, მომსახურებას მიიღებთ სამუშაო დღეებში - 09:50-დან 18:00 საათამდე; შაბათს კი - 09:50-დან 14:00 საათამდე. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics