06:01 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 09:29:03, 801 ნახვა

მსოფლიო
გაერო - ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 330 000-ს გადააჭარბა

"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 330 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელი მძიმე საპასუხო იერიშებს ახორციელებს, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს“,- ნათქვამია გაეროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics