19:09 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 21:30:51, 890 ნახვა

ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - ვიმედოვნებ, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით ორივე ქვეყნის კერძო სექტორი ისარგებლებს

საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს დუბაიში დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.

თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს საკმარისად მყარი საფუძველი აქვს, რაც 2022 - 2023 წლებში გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში აისახა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდამდე გაიზრდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, რადგან გამარტივდება ორ ქვეყანას შორის  საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, გაიზრდება ეკონომიკური, სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობისა და ინვესტირების შესაძლებლობა როგორც საქართველოსთვის, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი", - აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი.

გაფორმებული შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციის 97,5%-ზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics