|
2023-10-10 16:04:01, 836 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ბიზნესის მხარდასაჭერად შეხვედრების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ დაიწყო
„თიბისიმ“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეხვედრების სერია დაიწყო, რომელიც თვეში ერთხელ ხუთშაბათობით გაიმართება. „ხუთშაბათის შეხვედრები“ „თიბისიმ“ marketer.ge-სა და VISA-სთან პარტნიორობით წამოიწყო. შეხვედრების მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების განხილვა და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიების წარმოჩენა. შეხვედრებზე კონკრეტულ ინდუსტრიაში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მათ მიდგომებზე იმსჯელებენ ბიზნესის მართვის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობა და ა.შ. სერიის პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 4 ქართული სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენელი მონაწილეობდა: გიორგი ავალიანი (Holy Motors), კოკა ქამუშაძე (Playmakers), ლევან ლეფსვერიძე (Leavingstone) და ეკა ყიფიანი (JWT Metro). მონაწილეებმა განიხილეს მათი კომპანიების ხედვები, მართვის სტილი, კლიენტებთან ურთიერთობები და განსხვავებები, რაც ორგანიზაციებს გამორჩეულს ხდის. შეხვედრებზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)