|
2023-10-09 15:41:05, 993 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ის, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი და შეფარებულია კეზერაშვილი, არის ევროპის პასუხისმგებლობა ქართულ პოლარიზაციაზე
იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში, დეპოლარიზაციასა და დერადიკალიზაციაში ევროპამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. "საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ არის რადიკალიზაციაში. ქართული დერადიკალიზაციისთვის თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ევროპელებმაც იმისთვის, რომ საქართველოში რადიკალიზაცია დაიძრას და პოლარიზაცია შემცირდეს. ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, იმით, რომ დავით კეზერაშვილს არ გადასცემს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი სად აფარებდა თავს? ევროპაში. არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ, შედეგი რაც იყო, მისი რევოლუციური გეგმები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში არის, ევროპაშიც დადის და სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით დამნაშავეებად, უნდა გადმოგვცენ. ეს იქნებოდა მათი წვლილი დეპოლარიზაციაში. ვიდრე დავით კეზერაშვილი ჰყავთ ევროპაში შეფარებული, ამ დროს, როცა ვისმენთ საქართველოს მიმართ პრეტენზიებს, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, იმ ევროპისგან, რომელიც ამავე დროს იფარებს დამნაშავეს, რომელიც ქვეყანაში ურევს სიტუაციას, ასეთი პრეტენზიების დროს ჩვენი პასუხები გვაქვს. იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში“,- აცხადებს პაპუაშვილი.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)