|
2023-10-08 17:59:13, 873 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელში, ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ისრაელში, ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ადგილობრივები სახლებიდან, "ჰამასიდან" მომდინარე საფრთხისა და ღაზას სექტორზე ისრაელის მოსალოდნელი თავდასხმის გამო გაჰყავთ. CNN-ს თავდაცვის ძალების სპიკერმა განუცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელი ღაზაზე მძიმე იერიშს გეგმავს. შეგახსენებთ, დღეს, 8 ოქტომბერს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. მანამდე კი, ქვეყანამ არაერთი იერიში განახორციელა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთში მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყო. ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. ისრაელსა და ღაზას სექტორში შეტაკებებს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)