|
2015-02-10 16:18:57, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე წარმატების მაგალითი ვიყოთ
„ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარვდგეთ და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, წარმატების მაგალითი ვიყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე გამახვილდა. მისივე თქმით, აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება. “აქტიურად ვემზადებით მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, ვიყოთ წარმატების მაგალითი“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. “უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს“, -აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც სრულფასოვანი ათვისება სჭირდება. ცნობისთვის, ერთობლივი განცხადებების გაკეთებამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ოქმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)