|
2023-10-06 14:50:04, 567 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 11 წლის განმავლობაში მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება - გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ
11 წლის განმავლობაში, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ, გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებაა“ პირველი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ომი არ ყოფილა. „გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი „სწორი“ პოლიტიკით მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციამდე და ათას უბედურებამდე. 400 კაცზე მეტი დაიღუპა, 30 ათასი დევნილი და ა.შ. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის მანძილზე მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება. კეთილი ინებონ და გვაცადონ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)