|
2023-10-06 13:21:58, 450 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვნახეთ მცდელობა, გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, მაგრამ გუშინ რადიკალიზმი არ შედგა
ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი. ზუსტად იგივე აქტორები, „ენჯეოები“ და ოპოზიცია, ზუსტად იგივე „დაბრენდვით“, რომ „ეს არის რუსული კანონი“, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, ძალიან დაბალია. „მინდა, მადლობა გადავუხადო უცხოელ აქტორებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელს. განსხვავება სწორედ ის იყო მიმდინარე განხილვებისა და მარტის მდგომარეობას შორის, რომ ჩვენ მაშინ გვახსოვს უცხოელი აქტორების ძალიან აქტიური მონაწილეობა, მათ შორის, იმ კანონის „რუსულ კანონად“ „დაბრენდვაში“, რამაც მაშინ ჩვენ მოგვცა რადიკალიზმი, ხოლო ამ ჯერზე ჩვენ ვნახეთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ქართული განხილვის საკითხი და მინდა, მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული როლისთვის, რომ არ იყვნენ ჩარეული უცხოელი აქტორები. ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, არის ძალიან დაბალი. გუშინ ჩვენ ვინც ვნახეთ, ვნახეთ კვლავ ის ექსტრემისტული ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი „ენჯეოები“, მათ შორის, რაღაც მოძრაობები, რომელიც ვნახეთ, რაც არის 20-30 ადამიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)