08:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 10:34:55, 545 ნახვა

მსოფლიო
სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად ათობით პირი დაშავდა, დაღუპულებს შორის კი, არიან ბავშვებიც.

ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე იყო გამოსაშვები ცერემონია, რომელსაც სამხედრო კურსანტების ოჯახებიც ესწრებოდნენ.

როგორც BBC წერს, არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ჰომსის ჩრდილო-დასავლეთით, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან განხორციელდა.

სირიის არმია მომხდარში ადანაშაულებს "ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც მხარს ცნობილი საერთაშორისო ძალები უჭერენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics